Vegetable salad with fish


Ingredients:

  • 1 kg. fish
  • 300 g. carrots
  • 300 g. cabbage
  • Bunch of greens
  • Salt to taste

 

Directions:

1. Wash carrots and cabbage. Cut them thinly and gently fry in oil.

2. Put sliced ​​fish into saucepan and fry it together with vegetables. Add salt.

3. Put fried vegetables on plates at first and then fishes from above.

4. Garnish with desirable greens.

For More Recipes visit to Vegetable Salad Recipes

Advertisements

Review: Race Driver GRID

Race Driver: GRID-ს ძნელია უწოდო Codemasters–ის თამაში, და ამავდროულად ავტოარკადა სიმულატორის მაგივრად. Race Driver–ის სერია ამ თამაშით საბოლოოდ განთავისუფლდა სერიოზული ტონისგან და ხელში ლამაზი მანქანები, სულისწამღები ავარიები და ცნობილი ტრასები შეგვრჩა.

სიუჟეთი

ამჯერად ჩავარდნაა. Race Driver ყოველთვის ასახავდა დამწყები მრბოლელის აღორძინებას, აქ კი მხოლოდ ვირჩევთ სახელს(დიახ დიახ, რომ მერე თამაშმა სახელით მოგვმართოს) და ეგრევე ვიწყებთ კარიერის გაკეთებას, ყოველგვარი ახსნა–განმარტების ფარეშე. ცოტა ხნის შემდეგ შესაძლებელი იქნება თანაგუნდელის აყვანა, მაგრამ ისიც თავის თავს კარგად უვლის და მანქანებსაც კი თვითონ ყიდულობს.
Continue reading

Preview: Resident Evil 5

ბოლო დროს საინტერესო ტრადიცია ჩამოყალიბდა: CAPCOM–ის „ბოროტების სავანეები“ 2 ლიგათ გაიყვნენ: ეპოქალურებად და ბანალურებად. პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს იშვიათათ უშვებენ და ცოტ–ცოტას(Resident Evil 4–ს 3 წლინახევარი შეუსრულდა), ხოლო მეორე ლიგის თამაშები გამოდიან ყოველწლიურად და არაფრად არ ვარგიან(Resident Evil: The Umbrella Chronicles, Wii–სთვის). Resident Evil 5, როგორც ჩანს, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ ჩვენ ნამდვილი ქრომირებული ბლოკბასტერი გველოდება.

თავად მეხუთე ნაწილის ანონსი 2005 წლის შემოდგომაზე მოხდა, მაგრამ ეს მხოლო–და მხოლოდ სტარტისთვის გამზადებულ PS3–ს და Xbox 360–ის რეიტინგის ასამაღლებლად მოხდა. მას შემდეგ ბევრი არაფერი გაგვიგია თუ გვინახავს, ხოლო რეალური სახალხო გიემფლეი მხოლოდ წელს, Captivate ~–ზე იყო ნაჩვენები, ეგეც პროდიუსერებისგან.

პერსპექტივით მეხუთე ნაწილი Resident Evil 4–ის აბოოსოლუტური კლონია.

მთავარი გმირი ისევ ორი გვყავს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. პირველ რიგში – კრის რედფილდი, S.T.A.R.S. Alpha Team–ის ყოფილი წევრი(ფიგურირებდა Resident Evil–სა და Resident Evil: Code Veronica–ში). მეორე პერსონაჟზე ჯერ–ჯერობით არაფერი ვიცით – არც სახელი, არც ისტორია, ის სერიებში პირველად გაჩნდა.

მოქმედება ხდება აფრიკის დაუსახელებელი რეგიონში, როგორც ჩანს, კენიის, ეთიოპიის და ერითრეის საზღვრებს შორის. პირველი Resident Evil–ის შემდეგ ზუსტად 10 წელია გასული(ანუ ზუსტად 2008 გამოდის), და კრისი, ახლა უკვე რაიმე BSAA–ს წევრი, პატარა დასახლებაშია გაგზავნილი საეჭვო მოვლენების გამოსაკვლევათ, სადაც მას, რაღათქმაუნდა, თავს ესხმიან. ოღონდ არა ზომბები, არამედ მეოთხე ნაწილის ანალოგიურად რაღაც ვირუსის თუ პარაზიტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მცხოვრებლები.
აფრიკაში კრისი შემთხვევით არ გაუგზავნიათ. ის იმყოფება მრავალი საშიში ვირუსის – მათ შორის ებოლას – ეპიცენტრში. Umbrella–ს ექსპერიმენტები იმით დამთავრდა, რომ ამავე რაიონში იზოლირებული აღმოჩნდა გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელიც პროგნოზირებადმა ვულკანის ამოფრქვევამ შეიძლება მთელს კონტინენტზე გადაფანტოს(ზუსტად როგორ – უცნობია). აქვე გვპირდებიან ვესკერთან, და ასევე ვინმე შერი ბირკინთან(G-ვირუსის შემქმნელის, უილიამ ბირკინის შვილი) შეხვედრას.

პირველი შთაბეჭდილება თამაშისას პარადოქსულია. პირველ რიგში – სიხარული, განცვიფრება, რაოდენ გვეცნობა ყველაფერი. მეორეც – გულისდაწყვეტა იმის გამო, რამდენად გვეცნობა ეს ყველაფერი. წინა ნაწილისგან განსხვავებით CAPCOM–მა აღარ დაიწყო პრინციპიალურად ახის გაკეთება, ამის მაგივრად გამოვიდა ასეთი Resident Evil 4 Next-Gen. ძლიერი, ლამაზი თამასი, რომელიც წინამორბედისგან არაფრით არ განსხვავდება. პირველი დონეებიც კი ანალოგიურია – ესპანური სოფელი აფრიკულის წინააღმდეგ. შესამჩნევი განსხვავება გარემოში ცოტაა – კერძოდ, ადგილი 4–ჯერ უფრო მეტი მაინც გვაქ, ინტერაქტიული და დანგრევადი ობიექტების რიცხვა საგრძნობლად იმატა. გეიმფლეიშიც მეხუთე ნაწილი წინას იმეორებს: კრისი გაცილებით ძლიერი, სწრაფი და კარგად შეიარაღებულია, ვიდრე მისი მტრები, მაგრამ ბოლოსხსენებული მეტისმეტად ბევრნი არიან, რომ უბრალოდ ღიად ვებრძოლოთ. გვიწევს შეუჩერებელი სირბილი, პოზიციების შეცვლა, სახურავებზე ძრომა, სახლებში ბარიკადირება და გამოქცევა როდესაც მცხოვრებლების დაუმთავრებელი ტალღების შეკავება შეუძლებელი ხდება. მტერი როგორც ადრე შედარებით ნელა მოძრაობს მაგრამ! შეუძლია ამოძვრეს და ამოვიდეს ყველგან, სადაც თქვენ აძვერით ან ახვედით, თანაც რიცხვობრივი უპირატესობაც თავისას იღებს. აქაური ბოსი ესპანელი ბენზოხერხით შეიარაღებული მაცხოვრებლისკენ გადაძახილია – 3–4 მეტრი სიგრძის ნაჯახი უჭირავს და გიჟივით აქნევს 360 გრადუსიან რადიუსზე. უბრალოდ ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ვერ აიცილოთ. გარანტირებულად მწარე სიკვდილი. თქვენ კი არა, სხვა აფრიკელებიც კი ბოულინგის კეგლებივით დაფრინავენ იქით–აქეთ როდესაც ნაჯახი მათ ხვდებათ. მოცემული ბოსისგან შენობებშიც კი ვერ დაიმალებით – დიახ დიახ, კედლებს ანგრევს.ცუგები მეოთხე ნაწილს სასტიკად აკლდნენ. მართალია, აქ დობერმანები არ არიან, მაგრამ მაინც – პროგრესი სახეზეა.

მართალია, თუ CAPCOM–ს სერიოზულად სურს კარდინალურად განასხვაოს ეს და წინა ნაწილები, სასურველი იქნება ასე–თუ ისე ნორმალური კოოპერატივი. Resident Evil 4–ში 2 პერსონაჟით შეგვეძლო თამაში(ნუ კარგი, სამით, მაგრამ არ თქვათ ახლა რომ ეშლის ჩხუბი ან რაიმე მაგდაგვარის თავი ჰქონდა), მაგრამ მათი გზები იშვიათათ იკვეთებოდა და საერთოდ, ადას და ლეონის კამპანიები სხვადასხვა სიგრძისა იყო. მოკლედ, ვოცნებობთ კოოპერატივზე.

თუმცა, თამაში უკვე იმ დონის კონსოებზე გმაოდის, რომ ინტერნეტი არანაირი პრობლემა არ არის, ანუ კოოპერატივი თვითონ ითხოვს თავის თავის რეალიზებას. ამისდა მიუხედავათ მოცემულ კითხვაზე თამაშის პროდუსერი, დზუნ ტაკეუტი რთულ სახეს კერავს და ამბობს, რომ ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლიათ. ირონია იმაშია, რომ მეორე პროდუსერი – კეიძი ინაფუნე ადრეულ ინტერვიუებში საკმაოდ ხალისიანად ლაპარაკობდა კოოპერატივზე, და თუ მას დავუჯერებთ კოოპერატივი იქნება კი არა, კრისს საერთოდაც უმეტესი თამაში პარტნიორთან ერთად მოუწევს სიარული.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, აქ ყველაფერი კარგზე კარგადაა. აფრიკაში, მოგეხსენებათ, საშინლად ცხელა, ჰოდა თუ კრისიც ერთ ადგილას დიდ ხანს გააჩერეთ ჩვუელი გვერდითი ეფექტებიც თავს იჩენენ – მირაჟები, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა და ა.შ. Half-Life 2: The Lost Coast–ში დებიუტირებული თვალის ადაპტაციის HDR ეფექტიც ადგილზეა. ხრიკი იმაშია, რომ თუ ბნელი სახლიდან უცებ მზეზე გავალთ, სინათლე მკვეთრად გაანათებს და სანამ თვალი შუქს არ შეეჩვევა ვერც ვერაფერს ვერ დავინახავთ.

Resident Evil და ასეთი კადრები – ალბათ ამ ორი ელემენტის სიმბიოზზე დღეს ყველა ოცნებობს.

კამპანია სულ 20 საათი გაგრძელდება, მაგრამ თუ ეგეც არ გეყოთ, დაბრუნდება ცნობილი რეჟიმი Mercenaries: ირჩევთ პერსონაჟს და ცდილობთ რაც შეიძლება დიდ ხანს გადარჩეთ.

თამაში, სამწუხაროდ როგორც ჩანს შორსაა დამთავრებიდან და 2009 წლის ზაფხულიც მერყევი თარიღია. თითქმის ეჭვი არ გვეპარება რომ არ იქნება PC–პორტიც – თუმცა რა ვიცით, CAPCOM–მა PC–სთვის აბოსოლუტურად შეუთავსებადი პროექტების პორტირება გააკეთა, ამიტომ იმედი მაინც არის. ველით!

Review: Devil May Cry 4

Devil May Cry ყველას ახსოვს როგორც ერთ–ერთი ყველაზე ინტენსიური და სულისწამღები სლეშერი, სადაც შესანიშნავი მექანიკა და განუმეორებელი სტილი ჩამთრევ ატმოსფეროს ქმნიდნენ. მთავარი გმირი, დემონებზე მონადირე დანტე, კეთილი დემონის, სპარდას შვილი, აბსოლუტურად ყველაფრით ასახიერებს სიტყვა „მაგარ“–ს: შესანიშნავი იუმორი, დიდი ხმალი და 2 პისტოლეტი, მოკლედ, იდიოტიზმის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ დადებით მხარედ იქცევა. ამის შედეგი ის იყო რომ თამაშმა უდიდესი პოპულარობა მოიტანა და მესამე ნაწილი PC–ზეც კი იქნა პორტირებული(პორტირებული, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია) და დაემატა სპეციალური რეჟიმები და სირთულეები.

Devil May Cry 4

ბევრი ახალის შემოტანას ცდილობს სერიაში, როგორებიცაა ახალი ძრავი, სრულყოფილი პორტირება პერსონალურ კომპიუტერებზე, გაუმჯობესებული გრაფიკა, ახალი მთავარი გმირი, ბოლო და ბოლოს.

სიუჟეტი
Devil May Cry 4–ის სიუჟეტი ადვილად მოგეჩვენებათ სისულელედ თუ წინა ნაწილებთან ნაცნობი არ ხართ. მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ:
Devil May Cry 3(პრიკველია, ყველაზე ადრე ხდება): დანტე ჯერ კიდევ ხალგაზრდაა და Devil hunting–ის მაღაზიას ხსნის, როდესაც ქალაქში უშველებელი კოშკი Temen-Ni Gru ჩნდება, დანტეს ძმის, ვერჯილის უშუალო ზეგავლენით. დანტე მიხვდება, რომ ძმას კარგი არაფერი აქვს ჩაფიქრებული და კოშკისკენ წავა საქმის გასარკვევათ. გზად მას ხვდება ვინმე Lady(შემდგომში გაირკვევა, რომ მას მერი ქვია, მაგრამ ბოლოსკენ განვითარებული მოვლენების გამო ის უარყოფს ამ სახელს) რომელსაც გეზი ასევე კოშკისკენ აქვს აღებული პირადი შურისძიებისთვის. თამაშის ბოლოს დანტე იბრუნებს მამამისის ხმალს რომლითაც ვერჯილი დემონების სამყაროში პორტალის გაღებას აპირებდა, და ბოლოსხსენებულს ჯოჯოხეთში ამწყვდევს. ბოლო სცენაში დანტეს ცრემლი უვარდება დაღუპული ძმის გამო.
Devil May Cry: დანტე წამოიზარდა და ოდნავ(საკვანძო სიტყვაა) დასერიოზულდა. მან მაღაზიას დაარქვა “Devil May Cry”, და მალევე მიიღო პირველი შეკვეთა: ვინმე ტრიში(ძალიან გავდა დანტეს დედას) უმტკიცებდა მას რომ იპოვა დემონების იმპერატორის, მუნდუსის თავშესაფარი და შეევედრა დანტეს გაყოლოდა იქ მას. შემდგომში ირკვევა, რომ ტრიში დემონია და თვით მუნდუსის გამოგზავნილი დანტეს მოსაკლავად, მაგრამ ბოლოსკენ ის თვითონ აკეთებს სწორ არჩევანს და ეხმარება დანტეს მუნდუსის დამარცხებაში. ციხესიმაგრეში დანტე ასევე 3–ჯერ უპირისპირდება ვინმე დემონ ნელო ანჯელოს, რომელიც ვერჯილი აღმოჩნდება. ჯოჯოხეთში ის მუნდუსმა იპოვა და თავის მონად აქცია, ამ ნაწილში კი დანტე მას საბოლოოდ კლავს. ამის შემდეგ დანტე და ტრიში ერთად დაიწყებენ მაღაზიაში მუშაობას, და სახელს გადარქმევენ: “Devil Never Cry”.
Devil May Cry 2, რომელიც აშკარად ჩავარდნა იყო, ბევრს არაფერს მატებს სიუჟეტს. აღსანიშნავია მარტო ის, რომ რიგი მოვლენების შემდეგ მაღაზიას ყოფილი სახელი დაუბრუნდა.
ახლა კი უკვე შეიძლება მეოთხე ნაწილზე საუბრის გაგრძელება.
მეოთხე ნაწილი სტარტს მეორეს შემდეგ რამოდენიმე წელიწადში იღებს. მოვლენები ვითარდება, უფრო სწორად იწყება, ქალაქ ფურტუნაში. თამაში იწყება იმით, რომ ახალი მთავარი გმირი, ნერო(დანტეს აბსოლუტური კლონი: თეთრი თმები, მძიმე იუმორი, გრძელი მოსასხამი და ა.შ.) ქალაქის ოპერაში ადგილობრივ მღვდლის, სანქტუსის ქადაგებას უსმენს, რომელიც ყვება როგორ გადაარჩინა სპარდამ კაცობრიობა 2000 წლის წინ(ფორტუნაში სპარდას ღმერთად აღიარებენ და თაყვანს სცემენ). ნერო „ხმლის ორდენის“ წმინდა რაინდია, ამიტომ მისი აქ დასწრება სავალდებულოა, თუმცა მოწყენილობისგან ის წასვლას მალევე დააპირებს. ამ დროს მოულოდნელობა ხდება: სპარდას შვილი, ლეგენდარული დანტე, არსაიდან ჩნდება და სანქტუსს წამში კლავს ტყვიით თავში. ამის შემდეგ ის ორდენის ყველა წევრს დახოცავს ნეროს, მისი მეგობარი კირიეს და მისი ძმის, კრედოს გარდა. ბოლოხსენებული 2–ნი გაქცევას მოასწრებენ, ნერო კი დანტეს მარტო დაუპირისპირდება. აქვე ირკვევა რომ ნეროც დემონური ძალის პატრონია: მისმა ვითომ მოტეხილმა ხელმა ტრანსფორმირება განიცადა და Devil Bringer–ად იქცა. ხელის საშუალებით ნერო დანტეს ასე თუ ისე საფასო წინააღმდეგობას გაუწევს მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდება, დანტე კი გაქცევას მოასწრებს. რატომ დახოცა სპარდას შვილმა მამამისის მაღმერთებელი ხალხი საიდუმლოდ რჩება. ნეროს დანტეს დასაჭერად აგზავნიან.
სიუჟეტი ერთი მთლიანი ინტრიგაა და დასაწყისიდან ბოლომდე მდე 180 გრადუსით ბრუნდება, ვინც ცუდი გეგონათ – კარგი აღმოჩნდება, ვინც კარგი – ცუდი, მაგრამ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. თამაშში ასევე ფიგურირებენ ტრიში და Lady, თუმცა მხოლოდ კატსცენებში. იმისდა მიუხედავათ რომ თამაშში ბევრი კითხვაა, მაგალითად რატომ ჰგავს ნერო ასე დანტეს და რატომ გააჩნია მას ვერჯილის დემონის ფორმა, პასუხები ყველაზე არ გვეღირსება. თუმცა, არის 1 ნიუანსი: ნეროს, თურმე, „სპარდას ძალა მემკვიდრეობით მიუღია“, რაც მრავალ კითხვას წევს და მაგდენივე პასუხს იძლევა. საქმე მეხუთე ნაწილზეა.
სიუჟეტის შეფასება: 8.5/10
ეს დანტესთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა.
გეიმფლეი

როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზეა. თავბრუდამხვევი ილეთები ხმლებით და იარაღებით ადგილზეა, ისევე როგორც განუმეორებელი სტილი და დრაივი. ნერო დანტეს არაფრით ჩამოჩება იარაღების ასორტიმენტში: მის ხმალს ქვია წითელი დედოფალი – და ხმლის ორდენის ტიპიური მახვილის ძლიერ მოდიფიცირებული ვერსიაა საწვავის ინექციის ფუნქციით, რაც უზრუნველყოფს ცეცხლოვანი(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დარტმების მიყენებას. დანტეს 2 პისტოლეტისგან განსხვავებით ნეროს მხოლოდ ერთი აქვს, „ლურჯი ვარდი“, საკუთარი ხელით გაკეთებული ორლულიანი რევოლვერი.

წინა ნაწილებისგან განსხვავებით თამაში ძალიან მეგობრულია და ყველა ილეთს დეტალურად გვიხნის, რაც შედარებით აადვილებს გეიმფლეის. ნეროს Devil Bringer–ის დახმარებით რთულად მისაწვდომ არეებში გადააადგილება გახდა შესაძლებელი, ხოლო მის ხმალს გააჩნია ე.წ. Ex-Gauge – სისტემა, რომლითაც შეიძლება მახვილის „დატენვა“, რომლის შემდგომი რამოდენიმე ატაკა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ლამის დამავიწყდა, დემონური ხელის საშუალებით სპეციალური ილეთების ჩატარებაა შესაძლებელი, რომელიც განსხვავდებიან მტრის ტიპის მიხედვით. კომბოები ნეროს ჩვეული აქვს და დანტესას მექანიკით ძალიან ჰგავს – ბანალური ჩეხვიდან დაწყებული ჰაერში აფრენის შემდეგ იქვე დაჩეხვამდე დამთავრებული.
სამწუხაროდ, ნერო ახალ იარაღებს ვერ იღებს და მხოლოდ ძველის აფგრეიდი შეუძლია, ჩხუბის სტილი კი მხოლო 1 აქვს.
aლბათ სერიის ფანები(ჩემსავით) განრისხებულები არიან დანტეს უკანა პლანზე გადაწევისგან. თუმცა, მისი კონტროლის ქვეშ აყვანა შეგვეძლება, თანაც მთელი 7 მისიით. მისი ატაკები თითქმის არ შეცვლილა, ცნობილი Stinger და Million Stabs ადგილზეა. სამაგიეროდ ავტორებმა სიურპრიზი გაგვიკეთეს – დანტეს ჩხუბის სტილებს შორის გადართვა ეგრევე თამაშის პროცესშია შესაძლებელი. 4 სტილს ბოლოს 1 ახალი, მესამე სერიიდან ცნობილი, ვერჯილის Dark Slayer ემატება. სამწუხაროდ, დანტეს იარაღების ასორტიმენტი მესამე ნაწილთან შედარებით პატარაა – მისი ხმალი Rebellion, მესამე ნაწილში ნანახი Beowulf–ის ანალოგიური ახლო ბრძოლის იარაღი Gilgamesh, და რაიმე Lucifer, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ვიტყვი მხოლოდ, რომ მას უთვალავი ამაფეთქებელი ისრების გაჩენა შეუძლია და გმირის მარცხენა მხარზე მაგრდება.

აფგრეიდების ყიდვა როგორც წინა ნაწილში დროის ქალღმერთის ძეგლებთან ხდება, მაგრამ ერთი განხსვავებით: „ორბებით“(კრისტალიზირებული დემონის სისხლი) უკვე მხოლოდ აიტემების ყიდვა შეიძლება, აფგრეიდებს ვყიდულობთ ე.წ. ამაყი სულებით, რომლების გარკვეული რაოდენობაც მისიის ბოლოს გვეძლევა და დამოკიდებულია ჩვენს სტილისკიკაზე. სტილისტიკა კი, თავის მხრივ, თითქმის უცვლელია: გააკეთო ისე, რომ ბრძოლის დროს ეკრანზე გამოჩნდეს წარწერა “Smokin’ Sick Style!!!” – Devil May Cry–ში ყოველთვის უტოლდებოდა სასწაულს.

რაც შეეხება დამატებით რეჟიმებს, გამოჩნდა ახალი რეჟიმი Legendary Dark Knight, რომელიც კონსოლებზე მათი სისუსტის გამო აღარ ჩანერგეს. მოცემულ mode-ში დემონების რაოდენობა 5–ჯერ, ხანდახან 10–ჯერაც იმატებს, და ეკრანზე ნატურალური იაპონიის მეტრო იწყება.

ბოსების მხრივ თამაშმა მტკიცე 9–ანზე გაქაჩა, გვყავს 3 ჯოჯოხეთის დემონი, დანტე(დიახაც, ბოსის სახითაც, თანაც ვებრძვით 2–ჯერ), 3 ხელოვნური დემონი და 1, უზარმაზარი ცოცხალი ძეგლი სახელად The Savior(„მხსნელი“. თამაშის წინასარელიზო ვერსიაში მას ვერცხლის გიგა ერქვა). ყველა ბოსს თავისი ტაქტიკა და მიდგომა უნდა, რაც გეიმფლეის საგრძნობლად ამრავალფეროვნებს.

გეიმფლეის შეფასება: 9.5/10

როლიკებში რეჟისურა იმდენად ძლიერია, რომ ჰოლივუდსაც კი შეშურდება.
გრაფიკა
ვიტყვი ერთს – ძალიან, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ფანტასტიკური მოდელები, სამაგალითო ოპტიმიზაცია(მართლაც სამაგალითო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ყველა ქათსცენა თამაშის ძრავზეა), განმაცვიფრებელი HDR ეფექტები, Motion Blur–ზე და Depth fo Field–ზე აღარაფერს ვამბობ. თამაშმა გარემოს მრავალფეროვნებაში საგრძნობლად მოიმატა, და ძრავი ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს – ქალაქები, ჯუნგლები, თოვლიანი მთები, მიწისქვეშა ლაბორატორიები და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი 60 FPS-ის მხარდაჭერით – სასწაულია უბრალოდ. ერთადერთი ჩავარდნა, როგორც ჩანს, მოხდა დინამიურ ჩრდილებში – აქ ისინი საშინლად გამოიყურებიან და ეს როგორც ჩანს კონსოლიდან პორტირების ბრალია. მაგრამ, როგორც ჩანს, CAPCOM–მა Resident Evil 4–ის და Devil May Cry 3: Dante’s Awakening–ის შემდეგ ეტალონური პორტების გამოშვება დაიწყო.

გრაფიკის შეფასება: 9.0/10
ნერო თავისი Devil Bringer–ით ნაირგვარ დემონებს სხვადასხვა სპეცილეთებს უკეთებს.ხმოვანი გაფორმება
ჩვეულ დონეზეა თუ იგივე Devil May Cry–ს წინა ნაწილებით ვიმსჯელებთ, მუსიკა დაახლოებით იგივე იდიოტური მძიმე როკია, რომელიც თამაშს რატომღაც უხდება. თავიდანაა ჩაწერილი ხმლების ჩხარუნის ხმები და მათ შორის დანტეს ილეთებისაც, რისთვისაც CAPCOM–ს პირადი მადლობა. ნუ სხვა ბევრი არაფერი, დემონების წივილ–კივილი სივდილისას და ბოსების ჩხავილი დამარცხებისას 10–იანზეა.

ცალკე საქმეა მსახიობები, აქ ისინი განუმეორებლად ასრულებენ დავალებას, დიალოგები მიმდინარეობს აბსოლუტური იმპროვიზაციის შთაბეჭდილებით, გაკვირვებული რეპლიკებიდან დაწყებული და ხუმრობებით დამთავრებული. და, რაღათქმაუნდა მთავარი „მოლაპარაკე“ მთელი თამაშის სერიების განმავლობაში, ნახევრად დემონი დანტე. ხუმრობები ცოტა არ იყოს მოძველდა, მაგრამ არაფერზე უკეთესია. სარკაზმი და „არაფერი არ მაინტერესებს ჩემი დიიიდი ხმლის გარდა“ დამოკიდებულობა იდეალურადაა გადმოცემული.
ხმოვანი გაფორმება: 8.5/10
დასკვნა
ყველას, ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვისაც კი ოდესმე სმენია სიტყვა „სლეშერი“, ვთხოვ, არა, ვუბრძანებ რომ გაეცნონ ამ თამაშს. განუმეორებელი დინამიკა, ატმოსფერო და რაღათქმაუნდა სტილი – თან ეს ყველაფერი, თუ გინდათ, ორჯერ სწრაფად გამოცადეთ(Turbo Mode is back – PC–ეკსკლუზიური რეჟიმი ბრძოლას საგრძნობლად აჩქარებს), ასეთი თამაშები დღესდღეობით იშვიათობაა.

რეზიუმე
სიუჟეტი: 8.5
გეიმფლეი: 9.5
გრაფიკა: 9.0

ხმოვანი გაფორმება: 8.5

საბოლოო შეფასება: 9.0

Call Of Duty 7 TRUE OR FALSE?


კომპანია Activison – მა, ტრადიაციად ჩამოაყალიბა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული გამოვა თითო თამაში Call of duty – ს სერიიდან. გამონაკლისი არც 2010 წელია. მაშ ასე ბატონებო და გეიმერებო, წარმოგიდგენთ Call of Duty 7.

არადა არაფერს ვერ წარმოგიდგენთ. თამაშზე თითქმის არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის რომ ის შექმნის პროცესშია. ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა. Activision – მა დაიწყო ლიცენზიების ყიდვა სამოცდაათიანი წლების აფრიკულ, კუბურ, რუსულ და ვიეტნამურ მუსკიზე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ მოქმედება ამ ლოკაციებში ხდება და ალბათ ცივი ომის პერიოდში. თავის ბლოგში ერთ-ერთმა ანიმატორმა აღნიშნა რომ მუშაობს მეშვიდე ნაწილის განათებაზე, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ”დაწვეს” ეს ამბავი, მან უცებვე წაშალა ეს ინფორმაცია. თამაშს აკეთებს მეხუთე ნაწილის შემქმნელი Treyarch – ი. კომენტარი მათ მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მაგრამ ცნობილია მეშვიდე ნაწილის პროდიუსერი (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს), მან ღნიშნა, რომ თამაშის დაახლოებითი რელიზი, 2010 წლის ნოემბერში შედგება. აჯობებს თუ არა Modern Warfare 2 – ს? ასეთ კითხვაზე, ასეთი პასუხი გასცა – ”No Comment”.

Infinity Ward -იდის წარმომადგენლება გამოაცხადეს:
– ჩვენ გვჯერა Treyarch-ის და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი შესძლებენ Call of duty – ს სერიის გაგრძელებას და გამოუშვებენ კარგ თამაშს.
– Call of Duty Modern Warfare 3 – ის შესახებ არაფერს იტყვით?
– No Comment.
მიეჩვიენ ასეთ პასუხებს შემქმნელები, მაგრამ გეიმერებს ვერაფერს გამოაპარებ, ვერც ბაგს და ვერც ინფორმაციას. მოემზადეთ: Call of Duty: Modern Warfare 3 – შექმნის პროცესშია. როგორც MW2-მა ყველა რეკორდი მოხსნა გაყიდვების მხრივ და სრული მსოფლიოს დაპყრობა მოახდინა, Activision – მა გაცილებით ადრე დააძალა Infinity Ward – ს მუშაობა. როგორც ჩანს წლის გამომცემელი არაა კმაყოფილი ორ-სართულიანი ტორტით და ზედ მესამეს აცხობინებს წლის მზარეულს.
ამ ინფორმაციაზე Treyarchi – დან ასეთი პასუხი მოვიდა: ”No Comment 2”

კარგია როდესაც შემქმნელები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯიბრზე სულ უფრო და უფრო უკეთეს თამაშებს უშვებენ, რაც არ შეიძლება რომ არ გვიხაროდეს, რადგან სწორედ ასეთი შეჯიბრებები ბადებს ისეთ თამაშებს, როგორიცაა Modern Warfare 2…

Crysis 2

ეს არის Crysis 2-ის დებიუტი კონსოლებზე. თამაშის პირველი ნაწილის გამოსვლის დროს მან გრაფიკული თვალსაზრისით ყველაზე მოწინავე თამაშის სახელი მოიპოვა.

კომპანიის გენერალური დირექტორის PlayStation: The Official Magazine-ისთვის მიცემული ინტერვიუდან, რამდენიმე საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი.

ბევრი Crysis-ისს PC ექსკლუზივად თვლიდა (და მართალია რო თვლდა რადგან ესეც იყო) და ფიქრობდა, რომ კონსოლების ვერსია კომპიუტერის ვერსიამდე ვერასდროს მიახწევდა (რაც ასევე მართალია და იმ დროისთვის მოცემულ კონსოლებზე მოცემული თამაშის გამოშვება უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა, ჯერ მარტო იმიტო რო გამოსვლიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდეგაც კი არიყო ისეთი კომპიუტერული სისტემა ხელმისაწვდომი რომელიც თამაშს ბოლო მონაცემებზე მაღალი FPS-ის მაჩვენებლით გაუშვებდა). ხოლო გენარელური დირექტორი ამტკიცებს, რომ ამგვარი აზრი ტყუილია და რომ Crysis 2 ამ დროისთვის PC ვერსიასთან ერთად PS3-მის და Xbox 360-ის პარალელურად მუშავდება. მაგრამ როგორცჩანს ადრე გენერალური დირექტორი (ჩემი თქმისა არიყოს) სხვა პოზიციაზე იდგა და ამბობდა: “ჩვენ არგვინდა უბრალო თამაში, ჩვენი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ XboX 360 და PS3-ის “Kick-Ass”-ისთვის”.

კითხვაზე იქნება თუარა Xbox 360-ის ვერსია PS3-ის პორტი, Cevat Yerli-თქვა, რომ თამაშის სამივე ვერსია იქმნება ცალცალკე და პორტირება არცერთ კონსოლზე საჭირო არ გახდება.

როგორც უამრავ ფილმებში და ვიდეო თამაშებში, ნიუიორკი ყოვეთვის მსოფლიო ქაოსის ცენტრშია – იდეაში, თუ ქალაქს რაიმე დაემართება მსოფლიოც მას მიჰყვება უკან. Crysis 2-ში თქვენ ზუსტად ამ ქალაქში მოგიწევთ მოქმედება, რადგან მას უცხო პლანეტელთა შემოტევა ემუქრება (ფანტაზიის უნარი 0).

“ნიუიორკი ადამიანების სიამაყეა”, ამბობს Cevat Yerli. “თუ ინაპLიანეტიანები ამ ქალაქისთვის ზიანის მიყენებას შეძლებენ, ისინი მთელი მსოფლიოსთვისაც საბრთხე გახდება” (ბრძენი).

შემქმნელების თქმით, თამაში იმდენად კარგად გამოიყურება, რომ ნიუიორკი შემოტევის შემდეგაც კი ბრწყინვალედ გამოიყურება, უფრო სწორად “კატასტროფულად შთამბეჭდავადც” კი გამოიყურება (ამგვარი დაპირებები ნეტა მარტო მე მეჩვენება ცინიკურათ თუ არის ასეთი ხალხი კიდე).

Crysis 2-ის სამყაროში ყველაფერი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ფაქტია რომ, სამყარო “შენს გარეშე არსებობს”, ამბობს Nathan Camarillo-ის მწარმოებელი. “თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ქალაქს და მისი სისტემის ყველა ელემენტი დაინახოთ. ამ ადგილას თქვენ ახალ ისტორიას შექმნით” (უბედნიერესივარ =|).

მე ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ Crysis 2 ყველაზე ავტორიტრტულ შუთერებსაც კი შეცვლის (Call Of Duty, Killzone და BBC ფრანჩიზები) და ასევე აჯობებს გრაფიკულად

თამაშის გამოსვლა 2010 წლის მეორთხე კვარტალშია დეგეგმილი.

Assassin’s Creed II, Review

ტემპლიერთა და ასასინთა ბრძოლა გრძელდება, დიახაც ეს ისტორიული შერკინება Assassin’s Creed -ის უკვე რიგით მე-2 ნაწილს ითვლის. 2 წლიანი შესვენების შემდგომ უბიმ სახელურები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა, რის შემდგომაც ჩვენ მოგვევლინა Stealth და უვკე Adventure ჟანრის კიდევ ერთი შედევრი. 9გბ მოცულობის ფაილი თავის წონას ამართლებს და ადამიანს წარმოუდგენს ნამდვილ გაშლილ სივრცეს, ძველ იტალიურ რენესანსის პერიოდში. არც დესმონდი დარჩა უკმაყოფილო იგი უკვე მორგებულია ანიმუსის რიგით 2.0 ვერსიას და საქადაგებლად მზადაა. ისტორიას ჩვენ ერთ ერთი იტალიელი ახალგაზრდის, ეციო აუდიტორე დე ფირენსეს სხეულში გვათავსებს და მის თვალებსა და გონებას გვანიჭებს, რომლის შემდგომ მთავარ გმირს მინიმუმ 20 მაქსიმუმ 40 საათ სიამოვნებას ანიჭებს, თავისი დამატებითი ქვესტებითაც, რაც მოთამაშეს ექსტრა სიამოვნებას ანიჭებს. ეს თამაში პირველისაგან მხოლოდ და მხოლო რამოდენიმე RPG ელემენტითა და უსერიოზულესი Gameplay-თი განსხვავდება, რომელიც მოთამაშეს მოწყენის შანსს არ აძლევს, როგორ უნდა მოიწყინო როცა ბრძოლა გიწევს: წყალში, მიწაზე, ცხენებით, ეტლებით არ დამიჯერებთ და ჰაერშიც კი. გაცოცხლებული რამოდენიმე ისტორიული პერსონაჟები როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი და სილვიო ბარბარგო 3 უძველეს ქალაქს მონტერიდჟონს, ფლორენციასა და ვენეციას უფრო საინტერესო ატმოსფეროს ჰმატებს. ქალაქები თავისი ისტორიული ხედებითა, უძველესი არქიტექტურითა და სისხლისმსმელი დარაჯებით ეხლა ინფრასტრუქტორის როლსაც გაკისრებენ, უნდა გაზარდოთ თქვენი ვილის ეკონომიკა, უნდა გაალამაზოთ და ვაჭრებისათვის უფრო მიმზიდველი გახადოთ იგი.

თამაშის ძრავი შემქმნელებმა იგივე დატოვეს როგორც პირველში გვხვდებოდა, არც გრაფიკამ განიცადა დიდი ცვლილება, მაგრამ დამეთანხმეთ ეს ის შემთხვევაა, როცა გრაფიკა მე-12423534543 ხარისხოვანია და თქვენ ამ ჩამთრევი სიუჟეტითა და თავბრუდამხვევი ილეთებით ტკბებით. თამაშში ძლიერ განიცადა ცვლილება ინტელექტმა, დარაჯები ეხლა ნებისმიერ კონფლიკტზე რეაგირებენ, ზოგს თავისი სუბიექტური აზრი აქვს და თუ არ მოეწონეთ იმ წამსვე ჩხუბზე წაქეზებას ცდილობენ, რაც ისევ და ისევ მოთამაშის ნერვებზეა დამოკიდებული, დაღვრის სისხლს თუ არა. აგრეთვე ინდივიდუალურები არიან გამვლელები, თუ თქვენი კრიმინალურობის დონა ქალაქში პიკს აღწევს, ჩვეულებრივ გამვლელებს ან ეშინიათ თქვენი, გარბიან, გერიდებიან, უკიდურეს შემთხვევაში დარაჯებთან გასმენენ ხოლმე. თამასში ზოგჯერ თქვენი თანამგზავრებიც გყავთ იქნება ეს ქურდთა მმართველი ანტონიო თუ ქუჩაში თვალთმაქცი მეძავეები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სიმაღლეზე ასვლას ლამობთ და მეგზურიც რითმში ვერ ჯდება, იგი მუდამ ეძებს უფრო ადვილ გზას თქვენამდე მოაღწიოს, იმის მიუხედავად ეს კიბე იქნება, მე-2 სახურავი ანდა რამოდენიმე ასეულ მეტრში მყოფი ასასვლელი, რაც მისიების დროს ცოტა არ იყოს ნერვების ამშლელია, რადგან თუ მეგზური შორს წავა თქვენი მისია იშლება მისი დაკარგვის გამო.

არსენალის უდიდესი კოლექცია სირიული, ვენეციური, ფლორენციული ხმლები, ხანჯლები, აბჯარი ეს ყველაფერი მხოლოდ 1/10 ნაწილია არჩევნისა, გარდა ამისა პირველად ცხოვრებაში შეგიძლია მოირგოთ მოდური ტანისამოსი, რომელიც შემდეგი სიტყვებიდან გამომდინარე : Модная одежда из милана! მოდის დედაქალაქ მილანიდან უნდა იყოს , ორმაგი ფარული ხმლები, მუშტები, სასროლი დანები, შხმაი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დამალული სასროლო იარაღიც კი გაძლევთ შანსს გამოიჩინოთ ცივსისხლიანობა და თქვენთვის სასურველი ულამაზესი გზით მოკლათ თქვენ ხელთ ჩაგდებული მსხვრეპლი, კისერს მოგრეხთ, ყელს გამოჭრით თუ მუცელს დაუფატრავთ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
არც ჩვენ ძველ ბრატებს ვივიწყებთ და თამაშის პროცესში რამოდეინმეჯერ ვახსენებთ ალტაირს, ზოგჯერ მის ეპოქაშიც კი ვბრუნდებით.

შესაჯამებლად მინდა გითხრათ, რომ ზემოთ ხსენებული თამაში არის უდიდესი Fun, Story, Gameplay, Stealth, რამოდიმე მომენტში სტრატეგიის აჯამსანდალიც კი, რომელის ართამაში უბრალოდ გეიმერთა მიმართ უპატივცემლობა და თქვენი თავების მიმართ უპასუხისმგებლობა, რადგან ეს არა მარტო დროს გაგიყვანთ არამდეს თქვენც კი გადაგიყვანთ სამყაროში სადაც, ერთ ადამიანს ისტორიის სვლის შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მე ამაყად ვამბობ: Эта игра удалась на славу!

„ვკლავთ რადგან ვთვლით, რომ ესე იქნება უკეთესი მთელი მსოფლიოსათვის და რა თქმა უნდა ჩვენი თავებისათვის“ -ასასინთა კრედო!

შეჯამება:
Story: 9.0
Gameplay: 9.5
Graphic: 8.0
Overall: 9.5