Vegetable salad with fish


Ingredients:

  • 1 kg. fish
  • 300 g. carrots
  • 300 g. cabbage
  • Bunch of greens
  • Salt to taste

 

Directions:

1. Wash carrots and cabbage. Cut them thinly and gently fry in oil.

2. Put sliced ​​fish into saucepan and fry it together with vegetables. Add salt.

3. Put fried vegetables on plates at first and then fishes from above.

4. Garnish with desirable greens.

For More Recipes visit to Vegetable Salad Recipes

Review: Race Driver GRID

Race Driver: GRID-ს ძნელია უწოდო Codemasters–ის თამაში, და ამავდროულად ავტოარკადა სიმულატორის მაგივრად. Race Driver–ის სერია ამ თამაშით საბოლოოდ განთავისუფლდა სერიოზული ტონისგან და ხელში ლამაზი მანქანები, სულისწამღები ავარიები და ცნობილი ტრასები შეგვრჩა.

სიუჟეთი

ამჯერად ჩავარდნაა. Race Driver ყოველთვის ასახავდა დამწყები მრბოლელის აღორძინებას, აქ კი მხოლოდ ვირჩევთ სახელს(დიახ დიახ, რომ მერე თამაშმა სახელით მოგვმართოს) და ეგრევე ვიწყებთ კარიერის გაკეთებას, ყოველგვარი ახსნა–განმარტების ფარეშე. ცოტა ხნის შემდეგ შესაძლებელი იქნება თანაგუნდელის აყვანა, მაგრამ ისიც თავის თავს კარგად უვლის და მანქანებსაც კი თვითონ ყიდულობს.
Continue reading

Preview: Resident Evil 5

ბოლო დროს საინტერესო ტრადიცია ჩამოყალიბდა: CAPCOM–ის „ბოროტების სავანეები“ 2 ლიგათ გაიყვნენ: ეპოქალურებად და ბანალურებად. პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს იშვიათათ უშვებენ და ცოტ–ცოტას(Resident Evil 4–ს 3 წლინახევარი შეუსრულდა), ხოლო მეორე ლიგის თამაშები გამოდიან ყოველწლიურად და არაფრად არ ვარგიან(Resident Evil: The Umbrella Chronicles, Wii–სთვის). Resident Evil 5, როგორც ჩანს, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ ჩვენ ნამდვილი ქრომირებული ბლოკბასტერი გველოდება.

თავად მეხუთე ნაწილის ანონსი 2005 წლის შემოდგომაზე მოხდა, მაგრამ ეს მხოლო–და მხოლოდ სტარტისთვის გამზადებულ PS3–ს და Xbox 360–ის რეიტინგის ასამაღლებლად მოხდა. მას შემდეგ ბევრი არაფერი გაგვიგია თუ გვინახავს, ხოლო რეალური სახალხო გიემფლეი მხოლოდ წელს, Captivate ~–ზე იყო ნაჩვენები, ეგეც პროდიუსერებისგან.

პერსპექტივით მეხუთე ნაწილი Resident Evil 4–ის აბოოსოლუტური კლონია.

მთავარი გმირი ისევ ორი გვყავს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. პირველ რიგში – კრის რედფილდი, S.T.A.R.S. Alpha Team–ის ყოფილი წევრი(ფიგურირებდა Resident Evil–სა და Resident Evil: Code Veronica–ში). მეორე პერსონაჟზე ჯერ–ჯერობით არაფერი ვიცით – არც სახელი, არც ისტორია, ის სერიებში პირველად გაჩნდა.

მოქმედება ხდება აფრიკის დაუსახელებელი რეგიონში, როგორც ჩანს, კენიის, ეთიოპიის და ერითრეის საზღვრებს შორის. პირველი Resident Evil–ის შემდეგ ზუსტად 10 წელია გასული(ანუ ზუსტად 2008 გამოდის), და კრისი, ახლა უკვე რაიმე BSAA–ს წევრი, პატარა დასახლებაშია გაგზავნილი საეჭვო მოვლენების გამოსაკვლევათ, სადაც მას, რაღათქმაუნდა, თავს ესხმიან. ოღონდ არა ზომბები, არამედ მეოთხე ნაწილის ანალოგიურად რაღაც ვირუსის თუ პარაზიტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მცხოვრებლები.
აფრიკაში კრისი შემთხვევით არ გაუგზავნიათ. ის იმყოფება მრავალი საშიში ვირუსის – მათ შორის ებოლას – ეპიცენტრში. Umbrella–ს ექსპერიმენტები იმით დამთავრდა, რომ ამავე რაიონში იზოლირებული აღმოჩნდა გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელიც პროგნოზირებადმა ვულკანის ამოფრქვევამ შეიძლება მთელს კონტინენტზე გადაფანტოს(ზუსტად როგორ – უცნობია). აქვე გვპირდებიან ვესკერთან, და ასევე ვინმე შერი ბირკინთან(G-ვირუსის შემქმნელის, უილიამ ბირკინის შვილი) შეხვედრას.

პირველი შთაბეჭდილება თამაშისას პარადოქსულია. პირველ რიგში – სიხარული, განცვიფრება, რაოდენ გვეცნობა ყველაფერი. მეორეც – გულისდაწყვეტა იმის გამო, რამდენად გვეცნობა ეს ყველაფერი. წინა ნაწილისგან განსხვავებით CAPCOM–მა აღარ დაიწყო პრინციპიალურად ახის გაკეთება, ამის მაგივრად გამოვიდა ასეთი Resident Evil 4 Next-Gen. ძლიერი, ლამაზი თამასი, რომელიც წინამორბედისგან არაფრით არ განსხვავდება. პირველი დონეებიც კი ანალოგიურია – ესპანური სოფელი აფრიკულის წინააღმდეგ. შესამჩნევი განსხვავება გარემოში ცოტაა – კერძოდ, ადგილი 4–ჯერ უფრო მეტი მაინც გვაქ, ინტერაქტიული და დანგრევადი ობიექტების რიცხვა საგრძნობლად იმატა. გეიმფლეიშიც მეხუთე ნაწილი წინას იმეორებს: კრისი გაცილებით ძლიერი, სწრაფი და კარგად შეიარაღებულია, ვიდრე მისი მტრები, მაგრამ ბოლოსხსენებული მეტისმეტად ბევრნი არიან, რომ უბრალოდ ღიად ვებრძოლოთ. გვიწევს შეუჩერებელი სირბილი, პოზიციების შეცვლა, სახურავებზე ძრომა, სახლებში ბარიკადირება და გამოქცევა როდესაც მცხოვრებლების დაუმთავრებელი ტალღების შეკავება შეუძლებელი ხდება. მტერი როგორც ადრე შედარებით ნელა მოძრაობს მაგრამ! შეუძლია ამოძვრეს და ამოვიდეს ყველგან, სადაც თქვენ აძვერით ან ახვედით, თანაც რიცხვობრივი უპირატესობაც თავისას იღებს. აქაური ბოსი ესპანელი ბენზოხერხით შეიარაღებული მაცხოვრებლისკენ გადაძახილია – 3–4 მეტრი სიგრძის ნაჯახი უჭირავს და გიჟივით აქნევს 360 გრადუსიან რადიუსზე. უბრალოდ ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ვერ აიცილოთ. გარანტირებულად მწარე სიკვდილი. თქვენ კი არა, სხვა აფრიკელებიც კი ბოულინგის კეგლებივით დაფრინავენ იქით–აქეთ როდესაც ნაჯახი მათ ხვდებათ. მოცემული ბოსისგან შენობებშიც კი ვერ დაიმალებით – დიახ დიახ, კედლებს ანგრევს.ცუგები მეოთხე ნაწილს სასტიკად აკლდნენ. მართალია, აქ დობერმანები არ არიან, მაგრამ მაინც – პროგრესი სახეზეა.

მართალია, თუ CAPCOM–ს სერიოზულად სურს კარდინალურად განასხვაოს ეს და წინა ნაწილები, სასურველი იქნება ასე–თუ ისე ნორმალური კოოპერატივი. Resident Evil 4–ში 2 პერსონაჟით შეგვეძლო თამაში(ნუ კარგი, სამით, მაგრამ არ თქვათ ახლა რომ ეშლის ჩხუბი ან რაიმე მაგდაგვარის თავი ჰქონდა), მაგრამ მათი გზები იშვიათათ იკვეთებოდა და საერთოდ, ადას და ლეონის კამპანიები სხვადასხვა სიგრძისა იყო. მოკლედ, ვოცნებობთ კოოპერატივზე.

თუმცა, თამაში უკვე იმ დონის კონსოებზე გმაოდის, რომ ინტერნეტი არანაირი პრობლემა არ არის, ანუ კოოპერატივი თვითონ ითხოვს თავის თავის რეალიზებას. ამისდა მიუხედავათ მოცემულ კითხვაზე თამაშის პროდუსერი, დზუნ ტაკეუტი რთულ სახეს კერავს და ამბობს, რომ ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლიათ. ირონია იმაშია, რომ მეორე პროდუსერი – კეიძი ინაფუნე ადრეულ ინტერვიუებში საკმაოდ ხალისიანად ლაპარაკობდა კოოპერატივზე, და თუ მას დავუჯერებთ კოოპერატივი იქნება კი არა, კრისს საერთოდაც უმეტესი თამაში პარტნიორთან ერთად მოუწევს სიარული.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, აქ ყველაფერი კარგზე კარგადაა. აფრიკაში, მოგეხსენებათ, საშინლად ცხელა, ჰოდა თუ კრისიც ერთ ადგილას დიდ ხანს გააჩერეთ ჩვუელი გვერდითი ეფექტებიც თავს იჩენენ – მირაჟები, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა და ა.შ. Half-Life 2: The Lost Coast–ში დებიუტირებული თვალის ადაპტაციის HDR ეფექტიც ადგილზეა. ხრიკი იმაშია, რომ თუ ბნელი სახლიდან უცებ მზეზე გავალთ, სინათლე მკვეთრად გაანათებს და სანამ თვალი შუქს არ შეეჩვევა ვერც ვერაფერს ვერ დავინახავთ.

Resident Evil და ასეთი კადრები – ალბათ ამ ორი ელემენტის სიმბიოზზე დღეს ყველა ოცნებობს.

კამპანია სულ 20 საათი გაგრძელდება, მაგრამ თუ ეგეც არ გეყოთ, დაბრუნდება ცნობილი რეჟიმი Mercenaries: ირჩევთ პერსონაჟს და ცდილობთ რაც შეიძლება დიდ ხანს გადარჩეთ.

თამაში, სამწუხაროდ როგორც ჩანს შორსაა დამთავრებიდან და 2009 წლის ზაფხულიც მერყევი თარიღია. თითქმის ეჭვი არ გვეპარება რომ არ იქნება PC–პორტიც – თუმცა რა ვიცით, CAPCOM–მა PC–სთვის აბოსოლუტურად შეუთავსებადი პროექტების პორტირება გააკეთა, ამიტომ იმედი მაინც არის. ველით!